English / ქართული /








Journal number 2 ∘ Keti Tskhadadze
Georgian Economy in 2003-2017

The article covers the Georgian economic overview and analysis in the years of 2003-2017, which is important in order to identify the necessary aspects for country’s economic development. As a result of global economic challenges and risks it is crucial to create, maintain and improve stable macroeconomic environment in Georgia. A number of European countries are facing problems that are associated with macroeconomic parameters such as high debt level or high debt budget deficits. Depending on the fact that the Georgian economy is fully integrated into the world economy, the world financial crisis is directly reflected on Georgia, which implies that the world’s reduced economic growth will result in reduced demand for Georgian products. The above mentioned situation will cause investors’ caution and as a result foreign direct investments will be reduced. The goal of the Georgian government is to reach the high level of economic growth, as it will attract more investments and create new jobs.

Over the past decade, Georgia’s gross domestic product (GDP) increased on average by 4.2% indicating that the post-revolutionary reforms have played a significant role and therefore positively reflected on macroeconomic indicators. Due to the fact that the economy of Georgia is not structurally formed, it is not enought to use only GDP dynamics as an evaluation factor of the country’s economic situation. Therefore, it is necessary to examine the country’s condition with the variables such as export income, foreign direct investments, trade, transfers.

 In the article we are offering detail analysis of the Georgia’s economic performance starting from 2003 and identified key challenges that are facing country’s economy. If we observe the growth rate of Georgia’s gross domestic product (see Figure 1) we will see that Georgia’s economy grew by 5.3% in 2004-2017 years with the highest increase in 2007 (12.6%) and with the lowest in 2009 (3.7%). 

In order to finance investment, Georgia mainly relied on foreign direct investments (FDI) (see diagram 3). Since 2015, more that 12% of the total investment has been financed through FDI’s. Despite the fact that the FDI’s have positive tendency on Georgia’s economy it is crucial to emphasize that the reliance on FDI’s is too risky for the country due to the increased competition from its neighbour countries. In terms of foreign economic activity, positive trends have been identified in 2017, which is reflected in a significant reduction in current account deficit (see Figure 5).

To summarize, we can say that for country’s economic development in addition to the growth rate of GDP it is crucial to observe other macroeconomic variables. During the years 2003-2017 we have emphasized important implications such as foreign trade deficit, small amount of country’s savings, increased state debt level, depreciation of national currency, which significantly damages the country’s economy. Georgia is in a leading position in the region based on its robust growth rate, however it is still not enough to improve the social condition of the population. In the article we have presented main driving forces for Georgia’s economic growth, such as investments, the growth of which is due to the fiscal stability in the country.

Key words: Economic growth, total domestic product, direct foreign investment, deficit account.

JEL Codes: O10, O11, O12, O47

References:

  • Bakhtadze, L. (2006). Economics of Transition Period. Lecture course, Social science center. Open Society Higher Education Support Program (HESP. Tbilisi. ISBN 99940-871-3-4. (In Georgian).
  • Gegeshidze, E. (2010). Gross Domestic Product and Economic Growth. Doctoral dissertation. (In Georgian).
  • Economic Outlook, (2015). Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia. (In Georgian).
  • Economic Outlook, (2016). Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia. (In Georgian).
  • Papava, V. (2009). Features of the Modern Economic Crisis in Georgia. International Scientific-Analytical Journal “Ekonomisti”, N4, pp.5-10. (In Georgian).
  • Papava, V. (2015). Economy of Georgia: Reforms and  Pseudorefotms. Tbilisi, “Inteleqti”,. (In Georgian).
  • Papava, V., Silagadze, A. (2019). About One Key Economic Term – “Gross Domestic Product” , Tbilisi ,“Economica da Biznesi”, N1 , pp. 180-182. (In Georgian).
  • Transformation of Georgia’s Economy: 20 Years of Independence. (2012). The Liberal Academy Tbilisi. (In Georgian).
  • Annual Report (2015). National Bank of Georgia. (In Georgian).
  • Annual Report (2016). National Bank of Georgia. (In Georgian).
  • Annual Report (2017). National Bank of Georgia. (In Georgian).
  • Khaduri, N. (2005). Macroeconomics and Macroeconomic Policy, Tbilisi. (In Georgian).
  • Khaduri, N. (2009). Economic Risks of Postwar Georgia. International Schintific-Analytical Journal “Ekonomisti”, N4, pp.15-20. (In Georgian).
  • https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304/ Retrieved 2019, April 25/.
  • https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp /Retrieved 2019, May 2/

საქართველოს ეკონომიკა 2003-2017 წლებში

სტატიაში განხილულია 2003-2017 წლების საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, რომლის ანალიზიც საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი საკითხები. გლობალური ეკონომიკის რთული მდგომარეობის ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოში სტაბილური მაკრეოკონომიკური გარემოს შექმნა და გაუმჯობესება, ვინაიდან სწორედ მაკროეონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, როგორიცაა მაღალი ვალის მაჩვენებელი ან მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი, წარმოიშვა კრიზისი რიგ ევროპულ ქვეყანაში. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ეკონომიკა ინტეგრირებულია მსოფლიო ეკონომიკასთან, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი პირდაპირ აისახება საქართველოზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მსოფლიოს შემცირებული ეკონომიკური ზრდა გამოიწვევს შემცირებულ მოთხოვნას საქართველოს პროდუქტებზე, ყოველივე ეს კი გამოიწვევს ინვესტორთა მეტ სიფრთხილეს და პირდაპირი ინვესტიციების შემცირებას. საქართველოს მთავრობის მიზანი სწორედ მაღალი ეკონომიკური ზრდაა, რაც გამოიწვევს ინვესტორების დაინტერესებას, მეტი ინვესტიციის მოზიდვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური ზრდა, მთლიანი სამამულო პროდუქტი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ანგარიშის დეფიციტი.

შესავალი

ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს მთლიანი სამამულო პროდუქტი  (მსპ) (Papava V., Silagadze A. 2019). ყოველწლიურად საშუალოდ 4.2%-ით იზრდებოდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ პოსტრევოლუციური რეფორმები შედეგის მომტანი აღმოჩნდა და შესაბამისად დადებითად აისახა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე (პაპავა, სილაგაძე 2019, 180). იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ეკონომიკა სტრუქტურულად არ არის ფორმირებული, ცალკე აღებული მხოლოდ მსპ-ის დინამიკა საკმარისი არაა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად. ამის გათვალისწინებით, აუცილებელია ქვეყნის მდგომარეობის შესწავლა ისეთი ცვლადებით, როგორიცაა საექსპორტო შემოსავალი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი), საქონლით ვაჭრობა, პირადი გზავნილები, ტურიზმი. აღნიშნულთან ერთად, სტატიაში განვიხილავთ ეკონომიკური ზრდის კონცეფციებს, რათა გამოვლინდეს ასახავს თუ არა გაზომილი შედეგი ქვეყნის კეთილდღეობას და რა განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას.

ეკონომიკური ზრდა და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები საქართველოში

ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და სტაბილური ეკონომიკური განვითარება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთა შორისაა მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ეკონომიკური სტაბილურობის მაკროდონეზე შესაფასებლად შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი მაჩვენებელი, როგორიცაა შიდა დეფიციტი, საგარეო დეფიციტი, უმუშევრობა, ინფლაცია და ეკონომიკური ზრდის კოეფიციენტი  (გეგეშიძე 2010, 55).

პირველ რიგში, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის მიმოხილვისას გავაანალიზოთ ქვეყანაში მსპ-ის რეალური ზრდის ტემპი, რაც ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს (იხ. დიაგრამა 1).

მთლიანი სამამულო პროდუქტის რეალური ზრდის ტემპი

დიაგრამა 1

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

დიაგრამა 1-დან ნათელია, რომ 2004-2017 წლების მანძილზე საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5.3%-ით იზრდებოდა. ამასთან, ყველაზე მაღალი ორნიშნულიანი ზრდა დაფიქსირდა 2007 წელს და 12.6% შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი - 2009 წელს, რამაც -3.7% შეადგინა. უარყოფითი მაჩვენებელი ძირითადად გამოწვეულია საგარეო მოთხოვნის შესუსტებითა და დოლარის გამყარების შედეგად გაზრდილი სესხის მომსახურების ხარჯის გამო.

2007 წელს მსპ-ს ზრდის ტემპის შენელება დაკავშირებულია 2008 წლის რუსეთთან ომსა და გლობალურ ფინანსურ კრიზისთან, რამაც განაპირობა საინვესტიციო შემოდინების მკვეთრი კლება, შედეგად 2009 წლის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი უარყოფითი იყო. ამის მიუხედავად, ეკონომიკამ კვლავ სწრაფი აღდგენა განიცადა უცხოური დახმარების მხარდაჭერის შედეგად. ზრდის კლების მსგავსი სცენარი 2011 წლის შემდეგაც დაფიქსირდა, კერძოდ კი, ტემპის დაღმასვლა დაიწყო 2012 წელს, როდესაც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეიცვალა ხელისუფლება და რეჟიმის ცვლილების მომტან არჩევნებთან დაკავშირებით ინვესტორების მხრიდან იყო გაურკვევლობა, რამაც გამოიწვია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება.

2013 წელს, მსპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 3.4% შეადგინა, წინა წლებთან შედარებით ეკონომიკური აქტივობის შემცირება კი განაპირობა რუსეთში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა და რუსეთის ეკონომიკასთან დაკავშირებულ ქვეყნებში ეკონომიკის ვარდნამ. ყოველივე ამის შედეგად კი შემცირდა ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურისტთა ნაკადები.

2015-2016 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის შენელების შემდეგ, 2017 წლის დასაწყისიდან, ეკონომიკამ სწრაფი გამოცოცხლება დაიწყო, რამაც 2017 წლის ბოლოს 4.8% შეადგინა. აღნიშნული მატება განაპირობა შემდეგ სექტორებში წილის ზრდამ: ვაჭრობა, მშენებლობა, ტრანსპორტი, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები. მთლიანობაში, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღებითა და პარტნიორ ქვეყნებში არსებული დადებითი ტენდეციებით, რაც პოზიტიურად აისახება ექსპორტულ მაჩვენებლებზე.    

ეკონომიკური განვითარების შესაფასებლად ცალკე აღებული მსპ-ის დინამიკა ნაკლებად ეფექტურია, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკა სტრუქტურულად არ არის ფორმირებული  (გეგეძიშე 2010, 60).

 

    წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2017 წლის მონაცემების მიხედვით, წინა წლებთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 21.5%-ით გაიზარდა, რომლის ძირითადი ნაწილი მსხვილ ბიზნესზე მოდის (44.3%), შემდეგ მცირე ბიზნესზე (34%) საშუალოზე კი ყველაზე მცირე ნაწილი (21.7%). ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი მრეწველობაზე, ვაჭრობასა და მშენებლობაზე მოდის (იხ. დიაგრამა 2). აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ ზრდაში 2013 წლის შემდეგ, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის და ვაჭრობის სექტორებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც 19.5%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში

2003 წლის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ინვესტიციებია. საინვესტიციო ნაკადების მკვეთრი ზრდის ტენდენცია განპირობებული იყო ქვეყანაში ფისკალური სტაბილურობით. 2005 წლის იანვრიდან ამოქმედებული ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების შემდგომ პერიოდში, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შესანარჩუნებლად, ინვესტორებისა და ექსპორტის წახალისების მიზნით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მოხდა გადასახადების ლიბერალიზაცია (ბახტაძე 2006, 15).

საქართველოში განხორციელებული პუი-ები (მლნ აშშ დოლარი)

დიაგრამა 3

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

დიაგრამა 3-დან ნათლად ჩანს საინვესტიციო ნაკადების ზრდის ტენდენცია 2003 წლიდან, მაგრამ სიტუაცია გარკვეულწილად უარყოფითად იცვლება 2008 წლის შემდეგ, რაც გამოწვეულია მსოფლიო კრიზისისა და რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი პერიოდით. შესაბამისად, 2009-2010 წლებში ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა წინა წლებთან შედარებით, რაც შეადგენდა 664.2 და 845.1 მლნ აშშ დოლარს. პუი-ების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 2017 წელს, რამაც 1,894.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 2017 წლის მონაცემების მიხედვით, მოხმარების წვლილი მსპ-ს ზრდაში შეადგენდა 1.3%-ს, მაგრამ კერძო მოხმარების მაღალი წვლილი ფიქსირდება მხოლოდ 2017 წლის I კვარტალში, მომდევნო კვარტლებში ნომინალური მატება გაზრდილმა ინფლაციამ გააბათილა, რაც შიგა მოთხოვნის კვლავ სისუსტეზე მიუთითებს (იხ. დიაგრამა 4).

მიმდინარე ანგარიშის ფარდობა მსპ-თან

დიაგრამა 5

 

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

საგარეო ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით, 2017 წელს დადებითი ტენდენციები გამოიკვეთა, რაც აისახება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვანი შემცირებით (იხ. დიაგრამა 5). 2017 წელს ანგარიშის დეფიციტის ფარდობამ მსპ-თან -8.7% შეადგინა. ამ მაჩვენებლის დეფიციტის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო 2017 წლის მეორე ნახევარში ნავთობის ფასის საგრძნობმა ზრდამ, რის შედეგადაც ქართულ ექსპორტზე მოთხოვნა გაიზარდა, ასევე დადებითი გავლენა მოახდინა თურქეთის ეკონომიკურმა ზრდამ, რაც საქართველოზე აისახა გაზრდილი საექსპორტო შემოსავლებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაში განსაკუთრებით დიდია ტურიზმი როლი. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მსპ-ს -8.7% შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით საგრძნობლად ნაკლებია. პუი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ძირითადი წყაროა, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე ანგარიშის არსებული დონე შესაძლოა არამდგრადი აღმოჩნდეს რეგიონში არსებული არასტაბილურობის გამო და შესაბამისად, ქვეყანაში კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდეს.  მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დეფიციტურ კომპონენტს წარმოადგენს ვაჭრობა, რამაც 2017 წლის მონაცემებზე დაყრდნობით მსპ-ის 25.3% შეადგინა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მსპ-თან მიმართებით (%)

დიაგრამა 6

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ძირითადი წყაროა პუი, რომლის წილმაც მსპ-ში 2017 წელს 12.6% შეადგინა (იხ. დიაგრამა 6). პუი-ების წილი ასევე იზრდებოდა მსპ-თან მიმართებით, რამაც მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია 2007 წელს - 17.2%. 2008 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა პუი-ები და ეს ტენდენცია შენარჩუნდა 2009 წელსაც.

2008 წლის ეკონომიკური კრიზისის განხილვისას უნდა აღინიშნოს მისი გამომწვევი ადგილობრივი საფუძველიც, როგორიცაა პუი-ების ნაკადის კონცენტრირება პრივატიზაციასა და უძრავი ქონების შეძენაზე, რამაც დისბალანსი გამოიწვია. საქართველოში ეკონომიკური კრიზისის უარყოფითი ეფექტები ბევრად საგრძნობი იქნებოდა, რომ არა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ფინანსური დახმარება, როგორც რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული მხარისთვის (პაპავა 2015, 20).

აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში ბევრმა ინვესტორმა უარი განაცხადა ინვესტირების გაგრძელებაზე, პირველ რიგში იგულისხმება ყაზახი ინვესტორები, რომლებმაც სასწრაფოდ შეაჩერეს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება ძირითადად შავიზღვისპირეთში, რომლითაც ეჭვქვეშ დადგა საქართველოს გავლით ყაზახური ტვირთების გადაადგილების შესაძლებლობა (ხადური 2009, 16). 2009-2013 წლების ინტერვალში 6-7%-ის ფარგლებში მერყეობს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შეინიშნება ინვესტიციების მხრივ მნიშვნელოვანი ზრდა და სტაბილურად 10-12%-ის ფარგლებშია. ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის მიზნით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა “ახალი ფინანსური პაკეტი”, რომლის მიხედვითაც მან გადაწყვიტა სახაზინო ვალდებულებების გამოშვება და აქედან მიღებული თანხების დაბანდება ინფრასტრუქტურულ პროექტებში (პაპავა 2009,  22).

 ექსპორტის სტრუქტურა ქვეყნების მიხედვით (2017 წელი)

დიაგრამა 7

 

წყარო:  საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული სტატისტიკის 2017 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომელზეც მთლიანი ექსპორტის 23.7% მოდის (იხ. დიაგრამა 7). ამ მხრივ აღსანიშნავია რუსეთი - 14.5%, აზერბაიჯანი - 10%, თურქეთი - 7.9%, სომხეთი - 7.7%. 2017 წელს მნიშვნელოვანი წილი ჰქონდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტს, რაც 2016 წელთან შედარებით 3.4%-ით გაიზარდა და მთლიანი ექსპორტის 15.4% შეადგინა. საქართველოდან ექსპორტული ხუთი ძირითადი სასაქონლო ჯგუფი შემდეგია: სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სამკურნალო საშუალებები.

იმპორტის სტრუქტურა ქვეყნების მიხედვით, 2017 წელი

დიაგრამა 8

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ქვეყნების მიხედვით იმპორტის სტრუქტურის გაანალიზებისას თვალსაჩინოა, რომ ევროკავშირის შემდეგ თურქეთს უკავია იმპორტირებული საქონლის დიდი წილი (იხ. დიაგრამა 8). თურქეთის მაჩვენებელი 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 1.5%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთიდან იმპორტი 16.8%-ით და მთლიანი იმპორტის 9.9% შეადგინა. ჩინეთიდან იმპორტირებული საქონლის მატება ძირითადად ერთ-ერთი ავიაკომპანიის მიერ თვითმფრინავების შეძენითაა განპირობებული. 2014 წლის შემდეგ, გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა იმპორტი, რაც ძირითადად განპირობებული იყო სამომხმარებლო საქონლის იმპორტის შემცირებით, თუმცა, 2015-2016 წლებში მაჩვენებელი დადებითი გახდა. ხუთი ძირითადი იმპორტირებული საქონლის რიცხვს განეკუთვნება: ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, სამკურნალო საშუალებები დაფასოებული, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები.

დასკვნა

დასკვნის სახით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ  ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მსპ-ის ზრდის გარდა, აუცილებელია რიგი მიმართულებით პრობლემების აღმოფხვრა. 2003-2017 წლებში გამოიკვეთა ისეთ მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან  დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა: საგარეო სავაჭრო დეფიციტის გაღრმავება, დანაზოგების მცირე მოცულობა, სახელმწიფო ვალის გაზრდა და ლარის გაუფასურება, რაც ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზარალებს. მიუხედავად იმისა, რომ 2013-2017 წლებში დაფიქსირებული ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მოწინავე პოზიციას იკავებს რეგიონში, ყოველივე ეს საკმარისი არაა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სტატიაში მოცემული ეკონომიკური ანალიზის შედეგად გამოიკვეთა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა - ინვესტიციები, რომლის ზრდის ტენდენციაც განპირობებულია ქვეყანაში ფისკალური სტაბილურობით, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალი და ტურიზმის მზარდი მაჩვენებელი, რასაც განსაკუთრებით დიდი წვლილი უკავია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაში.

ლიტერატურა:

  • ბახტაძე, ლ. (2006). გარდამავალი ხანის ეკონომიკა, სოციალური მეცნიერებათა სერია, თბილისი, გვ. 15-23.
  • გეგეშიძე, ე. (2010). მთლიანი შიდა პროდუქტი და ეკონომიკური ზრდა, სადისერტაციო ნაშრომი.
  • ეკონომიკური მიმოხილვა, (2015). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
  • ეკონომიკური მიმოხილვა, (2016). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
  • პაპავა, ვ. (2009). თანამედროვე ეკონომიკური კრიზისის თავისებურებანი საქართველოში, ჟურნალი ეკონომისტი, N4. თბილისი, გვ. 5-10.
  • პაპავა, ვ. (2015). საქართველოს ეკონომიკა: რეფორმები და ფსევდორეფორმები. გამომცემლობა ინტელექტი, თბილისი.
  • პაპავა, ვ., სილაგაძე, ა. (2019). ერთი საკვანძო ეკონომიკური ტერმინის - “Gross Domestic Product”-ის ქართული სახელწოდების შესახებ, ჟურნალი ეკონომიკა და ბიზნესი, N1, თბილისი, გვ. 180-182.
  • საქართველოს ეკონომიკური ტრანსფორმაცია: დამოუკიდებლობის 20 წელი. (2012). ლიბერალური აკადემია თბილისი.
  • წლიური ანგარიში, (2015). საქართველოს ეროვნული ბანკი.
  • წლიური ანგარიში, (2016). საქართველოს ეროვნული ბანკი.
  • წლიური ანგარიში, (2017). საქართველოს ეროვნული ბანკი.
  • ხადური, ნ. (2005). მაკროეკონიმიკა და მაკროეკონომიკური პოლიტიკა, თბილისი.
  • ხადური, ნ. (2009). ომის შემდგომი საქართველოს ეკონომიკური საფრთხეები, ჟურნალი ეკონომისტი, N4. თბილისი, გვ. 15-20.
  • https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304/ [ბოლო ნახვა 25 აპრილი, 2019]
  • https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp [ბოლო ნახვა 2 მაისი, 2019]